ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია - საქართველოს პირველი არხი საარჩევნო პროცესებს აშუქებდა ნეიტრალურად
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია - საქართველოს პირველი არხი საარჩევნო პროცესებს აშუქებდა ნეიტრალურად

ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საქართველოს პირველი არხი საარჩევნო პროცესებს აშუქებდა ნეიტრალურად.

ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სხვა არხებთან შედარებით, მეტი დრო გამოყო კანდიდატების გასაშუქებლად.

„მედიაგარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იყო ერთგვარი მკვეთრი დაყოფა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. მედიამონიტორინგის შედეგებმა, რომლებიც განხორციელებულია საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ, აჩვენა, რომ გაშუქება იყო მკვეთრად შერჩევითი. ამ ყველაფერმა ამომრჩეველს მიაწოდა შეზღუდული შესაძლებლობა იმისა, რომ გაეკეთებინათ პოლიტიური ალტერნატივები. ეროვნული მაუწყებლობა – სამაუწყებლო არხებმა გააშუქეს არჩევნები ინტენსიურად, მაგრამ უმეტესწილად ყურადღება მახვილდებოდა სამ პოლიტიკურ პარტიაზე – „ქართულ ოცნებაზე“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „საქართველოსთვის“. ფაქტობრივად, ძირითადად გაშუქება ეძღვნებოდა იმ ბრალდებებს, რომლებიც უკავშირდებოდა ამ სამ პარტიას. ნაკლებად იყო გაშუქებული ანალიტიკური და საგამოძიებო ასპექტები. საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ გამოყო შედარებით მეტი რაოდენობა და ხდებოდა ნეიტრალური გაშუქება მთავარი კანდიდატების შესახებ, მაგრამ ორივე არხი აშუქებდა მთავრობას უმეტეს შემთხვევაში და ფაქტობრივად, ნაკლებად ხდებოდა განსხვავება ინსტიტუციურ და კამპანიის აქტივობებს შორის“, – განაცხადა ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა.