ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია კენჭისყრამდე ორი კვირით ადრე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია კენჭისყრამდე ორი კვირით ადრე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია კენჭისყრამდე ორი კვირით ადრე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტირკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კენჭისყირს მეორე დღეს პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც მისია ძირითად მიგნებებზე ისაუბრებს, ხოლო საბოლოო ანგარიში არჩევნებიდან რვა კვირის თავზე გამოქვეყნდება.

„48 საათია, რაც ქვეყანაში ვიმყოფებით და არ გვქონდა შესაძლებლობა, ამჟამინდელი მდგომაროება შეგვეფასებინა, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ის არის, დავაკვირდეთ როგორია საერთო პოლიტიკური კლიმატი საარჩევნო პერიოდში. ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებას განვახორციელებთ, დავაკვირდებით და მერე გავაკეთებთ კომენტარებს.

ჩვენს შუალედურ ანგარიშს გამოვცემთ კენჭისყრამდე ორი კვირით ადრე და ეს იქნება უშუალოდ საარჩევნო პროცესის აღწერა. შემდეგ, კენჭსყრის მეორე დღეს გავმართავთ პრესკონფერენციას და ამ დღეს უკვე ჩვენი მიგნებების შესახებ გავაკეთებთ განცხადებას. ჩვენი საარჩევნო ანგარიში გამოქვეყნდება საარჩევნო პროცესის დასრულებიდან რვა კვირის თავზე და აქ უკვე მოცემული იქნება ის რეკომენდაციები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა ჯილიენ სტირკმა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეხვდება.

„ჩვენი, როგორც დამკვირვებლების ფუნქცია გულისხმობს იმასაც, რომ ნაწილობრივ დავუკავშირდეთ იმ ორგანიზაციებს, მონაწილე მხარეებს, რომელთა შორის არიან ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები, ასვეე ის ჯგუფები, ვინც არჩევნების დაკვირვებას ახორციელებს. ალბათ, ჩვენ შორის თანამშრომლობა შედგება და ინფორმაციას გავცვლით. მომდევნო კვირების განმავლობაში გვექნება ჩართულ მხარეებთან შეხვედრები. საინტერესო იქნება მათი პოზიციების მოსმენა. ჩვენს რეკომენდაციებს უკვე იმ ინფორმაციის საფუძველზე გავაკეთებთ, რასაც მხარეები მოგვაწვდიან“, – განაცხადა ჯილიენ სტირკმა.

დატოვე კომენტარი