ეუთო/ოდირი - აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეული მიზანმიმართული თავდასხმა სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული
ეუთო/ოდირი - აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეული მიზანმიმართული თავდასხმა სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) შეშფოთებას გამოთქვამს თბილისში ძალადობის, ასევე დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო და აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმების გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ოდირი შეშფოთებულია თბილისში დღევანდელი ძალადობით და ასევე დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო. აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეული მიზანმიმართული თავდასხმა სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული“, – ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში.