ეუთო ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ეუთო ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ეუთო ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 97-ე შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის პრესრელიზშია აღნიშნული, შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ამ ფორმატის და პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობას.

„მხარეებმა განიხილეს ზოგიერთი საკითხი, რომელიც სტაბილიზაციას და ნორმალიზციას უკავშირედება, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ „ბორდერიზაციის“ პროცესები, უსაფრთხოების მხრივ შექმნილი სიტუაცია ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიასა და სხვა ლოკაციებზე, ასევე გადაადგილების თავისუფლების მნიშვნელობა და იქ მცხოვრები მოქალაქეების საარსებო წყაროები. აგრეთვე, განხილული იყო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადასასვლელების დახურვისა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში მომხდარ დაკავებებს“, – ნათქვამია ეუთო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ეუთო-ში აცხადებენ, რომ „შეხვედრის თანა-ფასილიტატორები მიესალმნენ მონაწილეების მზადყოფნას, ჩაერთონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში და რეგულარულად განხორციელდეს აზრთა გაცვლა“. ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მნიშვნელობას.

„თანა-ფასილიტატორებმა აღნიშნეს ლოკალურ დასახლებებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების დაცვისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის მნიშვნელობა“, – აღნიშნულია ეუთო-ს პრესრელიზში.

აქვე განმარტებულია, რომ მონაწილეები შეხვედრის შემდეგი რაუნდის 20 ნოემბერს გამართვის შესახებ შეთანხმდნენ.

დატოვე კომენტარი