Europol-ის ანგარიში - „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერორისტული აქტივობის დასაფინანსებლად კრიპტოვალუტა „ზქაში“ გამოიყენა
Europol-ის ანგარიში - „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერორისტული აქტივობის დასაფინანსებლად კრიპტოვალუტა „ზქაში“ გამოიყენა

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერორისტული აქტივობის დასაფინანსებლად კრიპტოვალუტაზქაში“ გამოიყენა, – ამის შესახებ Europol-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ევროკავშირის საპოლიციო სააგენტოს ინფორმაციით, დაეშს კრიპტოვალუტა ევროპის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების დასაფინანსებლად არ გამოუყენებია.

მსოფლიოში კრიპტოვალუტის პოპულარობის ზრდის პარალელურად, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ვირტუალური ვალუტით საიტების დომენები შეიძინა და სოციალური მედიის პლატფორმები ჩამოტვირთა, რაც რეკრუტირებისთვის, დაფინანსების მოპოვებისთვის და თავდასხმების ორგანიზებისთვის გამოიყენა.

ზქაში“ დეცენტრალიზებული საგადასახადო სისტემაა, რომელიც გამჭვირვალე გადარიცხვებს უზრუნველყოფს, მაგრამ ასევე გამოიყენება დაფარული შესყიდვებისთვის.