Euronews - ხინკალი, როგორც ხელოვნების ნიმუში [ვიდეო]

„ხინკალი, როგორც ხელოვნების ნიმუში“, – ასეთი სათაურით რეპორტაჟი Euronews-მა მოამზადა. ჟურნალისტ ლაუდიო როსმინოს შეფასებით, საქართველოში მოგზაურობა ხინკლის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება.

რეპორტაჟის ავტორი მზარეულების დახმარებით ეცნობა ხინკლის რეცეპტს და თავად ცდილობს კერძის მომზადებას. ჟურნალისტის შეფასებით, გემრიელი ხინკლის მომზადებას ყველა ვერ შეძლებს.

რეპორტაჟის ავტორი მაყურებელს ხინკლის ისტორიას უყვება და ამბობს, რომ ხინკალი თავდაპირველად მწყემსების საყვარელი კერძი იყო, შემდეგ კი მთელ საქართველოში გავრცელდა.

მისივე თქმით, ხინკლის ჭამაც ერთგვარი შეჯიბრია, მთავარი პირობა კი ისაა, რომ კერძი ისე უნდა მიირთვა, რომ წვენი არ დაღვარო.