Euractiv – ევროკავშირი „თალიბანის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვის გეგმებს ადასტურებს

10:32, 12.05.2026

ევროკავშირი „თალიბანის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვის გეგმებს ადასტურებს. ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხება მიგრაციის საკითხებს.

ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მიგრაციის დეპარტამენტი თანამშრომლობს შვედეთის იუსტიციის სამინისტროსთან „თალიბანის” წარმომადგენლებთან შემდგომ საკითხებზე პოტენციური ტექნიკური შეხვედრის მოსამზადებლად.

მსგავსი