ეტლით მოსარგებლეთა კალათბურთს ტოკიოს ოლიმპიადის პროგრამიდან ამოღება ემუქრება
საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა (IPC) გააფრთხილა ეტლით მოსარგებლეთა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (IWBF), რომ ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშებიდან სპორტის ამ სახეობის მოხსნა ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფედერაცია პარალიმპიური კომიტეტის სამოქმედო გეგმას სათანადოდ არ გაატარებს და ათლეტების კლასიფიკაციას არ გააუმჯობესებს 2020 წლის 29 მაისამდე.
ამავე დროს, იმის გამო, რომ IWBF სისტემატიურად ვერ აკაყოფილებს ათლეტების კლასიფიკაციის კოდექსს, ეტლით მოსარგებლეთა კალათბურთი საბოლოოდ იქნა ამოღებული პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან. მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა შეიცვალიოს, თუ ფედერაცია მოთხოვნებს 2021 წლის 31 აგვისტომდე დააკმაყოფილებს.