იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ეტლით მოფარიკავეები ასპარეზობდნენ, შეჯიბრება საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.
ჩინეთის და ტაილანდის ეროვნული ნაკრებების შემდეგ ჩვენმა გოგოებმა პოლონეთის უძლიერეს გუნდს ფინალში 45:30 მოუგეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
მსოფლიო თასის გამარჯვებულები კი ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გახდნენ.