ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი იტალიიდან დაბრუნდა
ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი იტალიიდან დაბრუნდა

ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი იტალიიდან დაბრუნდა. ქართველ პარასპორტსმენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

„როგორც ასეთი, შეჯიბრი იყო ძალიან რთული და მასშტაბური, რადგან ამდენი ხალხი პიზაში ნამდვილად არ გვახსოვს შეჯიბრზე. ასევე, იყო საკმაოდ დაძაბული“, – განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

ფინალში ირმა ხეცურიანმა ჩინელი აო ლანჟუ ანგარიშით 15-2 დაამარცხა და მსოფლიო თასის მეთხუთმეტე ოქრო მოიპოვა.

საპრიზო ადგილამდე სულ ცოტა დააკლდა მოფარიკავე ნინა თიბილაშვილს. ჯგუფური ეტაპის ყველა ბრძოლის მოგების შემდეგ მან საუკეთესო ოთხეულში შესასვლელი ორთაბრძოლა დათმო.

იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპური თამაშების წინა საკვალიფიკაციოდ გაიმართა.