ეთიოპიის პრემიერის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეში აქციების შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა

22:42, 03.11.2019

ეთიოპიაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე აქციების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 86 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის ძალები, რომლებიც ცდილობენ, უკან დაგვხიონ“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ებიუაი აჰმედმა.

ეთიოპიელი აქტივისტის, ჯავარ მოჰამედის მხარდასაჭერად ეთიოპიაში აქციები ორი კვირის წინ დაიწყო.

მსგავსი