ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სამხედროებმა ქალაქ მეკელეზე სრული კონტროლი დაამყარეს
ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სამხედროებმა ქალაქ მეკელეზე სრული კონტროლი დაამყარეს

ეთიოპიის სამხედროები ტიგრაის განთავისუფლების სახალხო ფრონტის წინააღდეგ სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ იუწყებიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა, აბი აჰმედმა განაცხადა, რომ ტიგრაის ჩრდილოეთ რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია დასრულებულია და სამხედროებმა ქალაქი მეკელე დაიკავეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, სამხედროები ახლა ტიგრაის განთავისუფლების სახალხო ფრონტის ლიდერებს ეძებენ.

„როიტერი“ წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, დანებდა თუ არა ტიგრაის გათავისუფლების სახალხო ფრონტი.

მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირება სამი კვირაა, გრძელდება.

ტიგრაის გათავისუფლების სახალხო ფრონტსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც მთავრობამ „კოვიდ-19“-ის გამო ქვეყანაში არჩევნების გადადების გადაწყვეტილება მიიღო.