ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

როგორც ცნობილია, ბოინგ 737-ში სულ 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი ადის-აბება – ნაირობის რეისს ახორციელებდა.

ავიაკატასტროფის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მომხდარს გამოეხმაურა ეთიოპიის პრეზიდენტი. აბი აჰმედმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით ბორტზე მყოფთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.