ეთიოპიელმა მარათონელმა ტამირატ ტოლამ პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მარათონი ეთიოპიელმა ტამირატ ტოლამ მოიგო, მან დისტანციის დაფარვა 2:06:26 საათში მოახერხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
32 წლის ეთიოპიელმა ნაჩვენები დროით ახალი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა, მან პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე დაფიქსირებული შედეგი გააუმჯობესა.
მარათონში ვერცხლის მედალს ბელგიის წარმომადგენელი ბაშირ აბდი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო კენიელ ბენსონ კიპრუტოს ერგო.
პარიზის ოლიმპიადაზე მარათონში ზედიზედ მესამე ოლიმპიური ოქროს მედლისთვის იბრძოდა ლეგენდარული კენიელი მარათონელი ელიუდ კიპჩოგე, თუმცა მან მხოლოდ დისტანციის 25კმ დაფარა.