ეთიოპიაში ტერაქტს ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

14:21, 23.06.2018

ეთიოპიის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეთიოპიის ახალი პრემიერ-მინისტრი აბიი აჰმედი ქალაქ ადის-აბაბას ცენტრალურ მოედანზე საკუთარ მხარდამჭერებს ხვდებოდა, როცა მის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა.

დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

 

მსგავსი