ეთიოპიაში კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით, დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები დააკავეს

17:23, 12.11.2018

ეთიოპიაში დაზვერვის სამსახურის 36 თანამშრომელი დააკავეს. მათ ბრალი კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ედებათ.

ქვეყნის პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ეჭვმიტანილები პოლიციამ ბოლო 7 დღის განმავლობაში დააკავა.

 

მსგავსი