ეთიოპიაში კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით, დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები დააკავეს
ეთიოპიაში დაზვერვის სამსახურის 36 თანამშრომელი დააკავეს. მათ ბრალი კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ედებათ.
ქვეყნის პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ეჭვმიტანილები პოლიციამ ბოლო 7 დღის განმავლობაში დააკავა.