ეთიოპიაში ჩამოვარდნილი „ბოინგის“ საბორტო თვითმწერების ანალიზმა ინდონეზიაში იმავე ტიპის თვითმფრინავის კატასტროფასთან მსგავსებები აჩვენა
ეთიოპიაში ჩამოვარდნილი „ბოინგ 737“-ის საბორტო თვითმწერების ანალიზმა ინდონეზიაში იმავე ტიპის თვითმფრინავის კატასტროფასთან მსგავსებები აჩვენა.
ეთიოპიის ტრანსპორტის მინისტრის, დაგმავით მოგესის განცხადებით, ორი ავიაკატასტროფის მსგავსებები გამოძიების შემდგომი შესწავლის საგანი იქნება, თუმცა მინისტრს სხვა დამტებით დეტალებზე არ უსაუბრია.
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება.
ეთიოპიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 157 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ „ბოინგ 737 მაქს 8“ ტიპის თვითმფრინავის ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.