ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადილისთვის ბრძოლა ქართველსა და ფრანგ ძიუდოისტს შორის არ შედგა, ვინაიდან ეთერის მოწინააღმდეგე საჭიდაოდ არ გამოცხადდა.

ჩვენმა ახალგაზრდა სპორტსმენმა გრანდ სლემზე პირველი ბრძოლა მავრიტანიელ კრისტიან ლეგენტილს სუფთა გდებით მოუგო, ხოლო შემდეგ მეორე წრეში ახალგაზრდა ფრანგ ძიუდოისტთან დამარცხდა.

 

ქართველმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა, სადაც ფრანგი სპორტსმენი პრისცილა გნეტო ულამაზესი გდებით, სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში გადაინაცვლა.

 

დღეს ტურნირზე უნდა ეჭიდავა ვაჟა მარგველაშვილს (73კგ), მაგრამ სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გათამაშებიდან მოეხსნა.

ხვალ პარიზის გრანდ სლემზე სამი ქართველი – ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლუკა მაისურაძე (90კგ) და ონისე სანებლიძე (100კგ) იასპარეზებენ.