ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე პირველი შეხვედრა უკვე ჩაატარა ახალგაზრდა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ). ქართველის მეტოქე მეოთხედფინალში გასასვლელად მავრიტანიელი კრისტიან ლეგენტილი გახლდათ. ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც გრანდ სლემზე საკუთარი წონის ლიდერია შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და სუფთა გდებით ორ წუთში გაიმარჯვა.

 

ქართველის მეტოქე შემდეგ ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ კერემ პრიმოსა და ფრანგ – ფაიზა მოკდარს შორის გამარჯვებული იქნება.

დღეს ტურნირზე უნდა ეჭიდავა ვაჟა მარგველაშვილს (73კგ), მაგრამ სამწუხაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გათამაშებიდან მოეხსნა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.