ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია, ნინო ლოლაძემ ბრინჯაო მოიპოვა #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა (57კგ). ეს ლიპარტელიანისთვის ზედიზედ მეორე ოქროა თბილისურ შეჯიბრებაში, პირველად მან 2024 წელს მოიგო.
ქართველმა ფინალში ფრანგ მარტა ფავაზთან 0-12 ჩამორჩენის შემდეგ, მობილიზება შეძლო და მეტოქე 13:12 დაამარცხა.
იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო ლოლაძე გახდა, რომელმაც ძლიერ გერმანელ ძიუდოისტს, შტარკს იპონით სძლია.

ბრძოლა, რომელმაც ნინო ლოლაძეს ბრინჯაოს მედალი მოუტანა: