ეთერ ლიპარტელიანი - პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
ეთერ ლიპარტელიანი - პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

თელ-ავივში გამართული გრან-სლემის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. ისრაელში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის სანაცვლოდ ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა რეიტინგში 500 ქულა მიითვალა შვიდი საფეხურით დაწინაურდა და დღეისათვის უკვე 2402 ქულა აქვს.

57კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგში 21-ე ადგილზეა და ეს შედეგი უკვე იმის დასტურია, რომ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი გახდა. ის იქნება პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი ვინც ოლიმპიურ თამაშებზე იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რიოში გამართულ ოლიმპიადაზე 70კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ჰოლნდიელმა ესტერ სტამმა იასპარეზა.