ეთერ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
ეთერ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა პირველი ბრძოლა მავრიტანიელ კრისტიან ლეგენტილს სუფთა გდებით მოუგო, ხოლო შემდეგ მეორე წრეში სამწუხაროდ, ახალგაზრდა ფრანგ ძიუდოისტთან დამარცხდა.

ქართველმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა, სადაც ფრანგი სპორტსმენი პრისცილა გნეტო ულამაზესი გდებით, სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

 

დღეს ტურნირზე უნდა ეჭიდავა ვაჟა მარგველაშვილს (73კგ), მაგრამ სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გათამაშებიდან მოეხსნა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.