ესვატინის პრემიერ-მინისტრი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა
ესვატინის პრემიერ-მინისტრი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

ესვატინის პრემიერ-მინისტრი ამბროზე დლამინი, რომელიც ერთი თვის წინ „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ნათქვამია ესვატინის სამეფო მთავრობის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

აფრიკული სამეფოს მთავრობის მეთაური სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც იგი ინფიცირების შემდეგ მოათავსეს. ამბროზე მანდვულო დლამინიმ კორონავირუსით ინფიცირების შესახებ 15 ნოემბერს განაცხადა. ესვატინის პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ მოგვიანებით ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

დლამინი ესვატინის მთავრობის მეთაურად 2018 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა. ესვატინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამ დრომდე ინფექციური რესპირატორული დაავადების 6 768 შემთხვევაა გამოვლენილი, 127 ადამიანი კი გარდაიცვალა.