ესტონელ პარლამენტარს განათლების მინისტრობის პერიოდის საქმესთან დაკავშირებით იმუნიტეტი მოუხსნეს
ესტონელ პარლამენტარს განათლების მინისტრობის პერიოდის საქმესთან დაკავშირებით იმუნიტეტი მოუხსნეს

ესტონეთში ყოფილ მინისტრს სამსახურებრივი ავტომობილით შვილების სკოლაში წაყვანის გამო, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს. მაილის რეპსის წინააღმდეგ გამოძიება თაღლითობისა და სახელმწიფო ქონების მითვისების მუხლით მიმდინარეობს.

ესტონეთის განათლების ყოფილი მინისტრისა და ამჟამად „ცენტრისტული პარტიის“ დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა 56-მა პარლამენტარმა. ყოფილმა თანაპარტიელებმა, რომელთა შორისაც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იური რატასიც იყო, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

ყოფილი მინისტრისთვის იმუნიტეტის მოხსნა ესტონეთის პროკურატურამ მოითხოვა. მაილის რეპსის გარშემო სკანდალი 2020 წელს აგორდა, როდესაც მედიამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ის სამსახურებრივ უფლებამოსილებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა, კერძოდ, სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანით დაჰყავდა ბავშვები სკოლასა და სხვადასხვა წრეზე. ამ სკანდალის შემდეგ რეპსი თანამდებობიდან გადადგა.

დატოვე კომენტარი