ესტონეთში კიბერუსაფრთხოების სფეროში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სწავლება იწყება
ესტონეთში კიბერუსაფრთხოების სფეროში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სწავლება იწყება

ესტონეთში კიბერუსაფრთხოების სფეროში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სწავლება იწყება. სწავლება სახელწოდებით „დაკეტილი ფარები“ 8-12 აპრილს ჩატარდება. სწავლების ფარგლებში სპეციალისტებს კიბერთავდასხმებისგან საინფორმაციო სისტემების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში წვრთნები ჩაუტარდებათ.

ნატო-ს კიბერთავდაცვის ტალინის ცენტრის ინფორმაციით, „დაკეტილი ფარები“ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სწავლებაა და 2010 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.

სწავლების სცენარის მიხედვით, გამოგონილი კუნძულოვანი სახელმწიფო „ბერილია“ უსაფრთხოების სფეროში დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება და მათ შორისაა კოორდინირებული თავდასხმები. სწრაფი რეაგირების ჯგუფები კი „ბერილიაშიკიბერთავდასხმების განეიტრალებას ცდილობენ.

სწავლების ორგანიზატორები ესტონეთისა და ფინეთის თავდაცვის სამინისტროები, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა და სამხრეთ კორეის სახელმწიფო უსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტი არიან.