ესტონეთში არჩევნებზე ტელეფონის საშუალებით ხმის მიცემის სპეციალური აპლიკაციის ტესტირებას ჩაატარებენ
ესტონეთში არჩევნებზე ტელეფონის საშუალებით ხმის მიცემის სპეციალური აპლიკაციის ტესტირებას ჩაატარებენ

ესტონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემების დეპარტამენტი და საარჩევნო სამსახური ამ კვირაში გამოცდიან მობილური ტელეფონის აპლიკაციას, რომლებიც არჩევნებზე მოქალაქეებს ელექტრონულად ხმის მიცემის საშუალებას მისცემს.

ესტონური მედიის ცნობით, აპლიკაციის ტესტირება 20-22 მაისს ჩატარდება. ამ გამოცდის შედეგებზე დაყრდნობით, ქვეყნის არჩევნების ორგანიზაციაზე პასუხისმგებელი სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას, შესაძლებელია თუ არ არჩევნებში მობილურის საშუალებით მონაწილეობა.

ტელეფონის საშუალებით ხმის მიცემის დაკანონებისთვის სამართლებრივი საფუძველი 2024 წელს ესტონეთის პარლამენტმა შექმნა, როდესაც საარჩევნო კანონში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ესტონეთის ყველა მცხოვრებს 15 წლის ასაკიდან. ამისთვის საჭიროა პიროვნების ელექტრონული იდენტიფიკაციის პროგრამა და iOS-ის ან Android-ის ოპერაციული სისტემით აღჭურვილი მობილური ტელეფონი.