ესტონეთმა, შესაძლოა, სამხედროებს ბალტიის ზღვაში საეჭვო ხომალდების ჩაძირვის ნება დართოს
ესტონეთმა, შესაძლოა, სამხედროებს ბალტიის ზღვაში საეჭვო ხომალდების ჩაძირვის ნება დართოს

ესტონეთმა, შესაძლოა, სამხედროებს ბალტიის ზღვაში საეჭვო ხომალდების ჩაძირვის ნება დართოს.

ქვეყნის პარლამენტი გეგმავს, განიხილოს კანონპროექტი, რომელიც საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში სავაჭრო ხომალდებისთვის ცეცხლის გახსნას შესაძლებელს გახდის. ამასთან, სამხედროებს ხომალდების ჩაძირვის უფლება ექნებათ არა მხოლოდ ესტონეთის ტერიტორიულ წყლებში, არამედ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაშიც.

კერძოდ, შეიარაღებულ ძალებს უფლებამოსილება ექნებათ, გამოიყენონ ძალა ინფრასტრუქტურის, თავდაცვითი ობიექტების, პორტების, აღჭურვილობისა და ხომალდების დასაცავად. უკიდურეს შემთხვევაში კი შეეძლებათ, ჩაძირონ საფრთხის შემცველი ხომალდი.

კანონპროექტის მესამე მოხმენით განხილვა ესტონეთის პარლამენტში 9 აპრილს უნდა გაიმართოს, კენჭისყრა კი მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.