ესტონეთმა რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა – „არ შეიძლება, რუსეთი აწარმოებდეს აგრესიულ ომს და ამავდროულად, ელოდებოდეს, რომ მის სავაჭრო საქმიანობას ხელს შევუწყობთ“

13:03, 01.10.2026

ესტონეთმა საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა.

ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„რუსეთი უკრაინის პორტებს ესხმის თავს, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს ბლოკავს და შემდეგ საკუთარი მარცვლეულისთვის ახალ მარშრუტებს ეძებს. ესტონეთი ასეთ მარშრუტს არ უზრუნველყოფს. ჯერ კიდევ სექტემბერში გავაფრთხილე, რომ რუსული მარცვლეულის ესტონეთის გავლით ტრანსპორტირება არ დაეგეგმათ. დღეს ეს გაფრთხილება კანონად ვაქციეთ. რუსეთს არ შეუძლია, აგრესიული ომი აწარმოოს და ამავდროულად, ელოდებოდეს, რომ ჩვენ მის სავაჭრო საქმიანობას ხელს შევუწყობთ. ჩვენ არ დავეხმარებით მას ომის დაფინანსებაში და არ გავუადვილებთ აგრესიის გაგრძელებას“, – დაწერა ცაჰკნამ სოციალურ ქსელში.

მსგავსი