ესტონეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
ესტონეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო სარკისებრი პასუხი სანქტ-პეტერბურგიდან ესტონეთის კონსულის, მარტ ლატტის გაძევებაზე.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ივლისს, იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის მოქალაქისგან დახურული ტიპის ინფორმაციას იღებდა. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და თქვა, რომ მან ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს.

ოფიციალურმა ტალინმა აღნიშნულს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პროვოკაცია უწოდა.