ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ვილნიუსის სამიტის დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე მიწვევა შეიძლება, რთული იყოს, ესტონეთი ითხოვს, უკრაინამ მიიღოს მკაფიო საგზაო რუკა
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ვილნიუსის სამიტის დროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე მიწვევა შეიძლება, რთული იყოს, ესტონეთი ითხოვს, უკრაინამ მიიღოს მკაფიო საგზაო რუკა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე ალიანსში უკრაინის მიწვევა რთული იქნება.

ესტონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჯერ კიდევ ღიაა საკითხი, იქნება თუ არა პროგრესი ვილნიუსში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ჰანო პევკურის განცხადებით, ესტონეთი ვილნიუსში მიდის წინადადებით, რომ ქვეყნების თავდაცვის ხარჯები ორ პროცენტზე მეტი იყოს, ეს დონე იყოს ქვედა ზღვარი და არა მიზანი.

„უკრაინის გაწევრიანებაზე მოწვევა შეიძლება, რთული იყოს. ომი არ დასრულებულა. ესტონეთი რასაც ითხოვს, არის ის, რომ უკრაინამ მიიღოს მკაფიო საგზაო რუკა. ამას ამჟამად ნატო-ს ელჩები ყოველდღიურად აყალიბებენ და ამზადებენ. ვიმედოვნებთ, ვილნიუსისთვის მზად იქნება. თუ არ იქნება მზად, შეიძლება მოხდეს, რომ სახელმწიფოს მეთაურებმა ამის დასრულება ადგილზევე დაიწყონ“, – განაცხადა ჰანო პევკურმა.