ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო რუსეთის საფრთხეს სიმტკიცისა და ძალის დემონსტრირებით შეასუსტებს
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო რუსეთის საფრთხეს სიმტკიცისა და ძალის დემონსტრირებით შეასუსტებს

ნატო რუსეთის საფრთხეს სიმტკიცისა და ძალის დემონსტრირებით შეასუსტებს, – ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, იური ლუიკმა გამოცემა Defense News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ჩვენ მტკიცეები, მკაფიოები და ძლიერები ვართ, მაშინ რუსეთის საფრთხე დაუყოვნებლივ კლებულობს. თუ ჩვენ სუსტები ვართ, ვყოყმანობთ, მაშინ რუსეთის საფრთხე იზრდება. ეს ყველაფერი ერთმანეთზე დამოკიდებულია. ჩვენ ვერ შევცვლით იმას, რასაც რუსეთი აკეთებს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ რასაც ვაკეთებთ, ნამდვილად შეესაბამება დასავლურ ალიანსსა და დასავლელი მოკავშირეების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ამჟამად ალიანსმა არაერთი ნაბიჯი გადადგა მოსკოვის შესაკავებლად, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში ჯარების განთავსება, ასევე ნატო-ს საჰაერო პატრულირება, თუმცა მისივე თქმით, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

იური ​ლუიკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა „ანტიდასავლურობა რუსეთის რეჟიმის შიდა იდეოლოგიად აქცია“. მინისტრი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს კრემლთან დიპლომატიური კავშირის შენარჩუნებას.