ესტონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთს ორიდან ოთხ წლამდე დასჭირდება, რომ სამხედრო პოტენციალი აღიდგინოს
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთს ორიდან ოთხ წლამდე დასჭირდება, რომ სამხედრო პოტენციალი აღიდგინოს

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური აცხადებს, რომ რუსეთს ორიდან ოთხ წლამდე პერიოდი დასჭირდება, რომ სამხედრო პოტენციალი აღიდგინოს.

ჰანო პევკურის ვარაუდით, უკრაინაში ომი ხანგრძლივი იქნება. ესტონეთის თავდაცვის მინისტრი მოუწოდებს მოკავშირეებს, მთელი მსოფლიოს თავისუფლებისთვის გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

„რუსეთის არმიას სავარაუდოდ ორიდან ოთხ წლამდე დასჭირდება იმისთვის, რომ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, რაშიც ფართობამასშტაბიანი ომის დაწყებამდე იყო“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

პევკურის თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შეტევითი შესაძლებლობები, რომ თავს დაესხას ნატო-ს ქვეყანას, მათ შორის ესტონეთს.