ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ფინეთის პრემიერის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას არ აპირებს

18:44, 16.12.2019

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მარტ ჰელმესი ამბობს, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

მან ერთ-ერთ ინტერვიუში ფინეთის პრემიერ-მინისტრზე საუბრის დროს, ვლადიმერ ლენინის სიტყვები გაიხსენა და ფინეთის პრემიერი შეადარა გამყიდველს, რომელიც პრემიერ-მინისტრი გახდა.

ესტონეთის ოპოციზიური პარტიები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობიდან არ გადააყენებს, ისინი მას უნდობლობას გამოუცხადებენ.

მსგავსი