ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქვეყნის სამთავრობო კოალიციის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქვეყნის სამთავრობო კოალიციის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა

ესტონეთში სამთავრობო კოალიციის შემადგენლობაში შემავალი „რეფორმების პარტიის“, „სოციალ-დემოკრატებისა“ და Eesti 200-ის ჯამური რეიტინგი რეკორდულად დაბალია და 31,7%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მათი ჯამური რეიტინგი 60.6%-ია.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ნორსტატის მონაცემებით, მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების ჯამური რეიტინგი ასეთი დაბალი 2019 წლის დასაწყისიდან არ ყოფილა.

ბოლო გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, ყველაზე პოპულარულ პარტიად რჩება „სამშობლო“, რომლისთვისაც ხმის მიცემა სურს ამომრჩეველთა 29.8%-ს. შემდეგ მოდის რეფორმების პარტია – 17.2%-ით და EKRE – 16%-ით.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც 29 იანვარს გამოქვეყნდა, ბოლო თვის განმავლობაში ჩატარებული ყოველკვირეული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებს ეფუძნება.

30 დეკემბრიდან 26 იანვრამდე პერიოდში გამოკითხული იყო დაახლოებით ოთხი ათასი საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე.