ესტონეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა
ესტონეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. მიზეზი რუსული ვერტმფრენის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა გახდა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საგარეო უწყების ცნობით, ინციდენტი 9 აგვისტოს, ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოხდა, როდესაც რუსულმა ვერტმფრენმა საჰაერო სივრცე უნებართვოდ გადაკვეთა.

საგარეო უწყებაში რუს დიპლომატს საპროტესტო ნოტა გადასცეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ტალინმა კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში მიმდინარე ომი.