ესტონეთის საგარეო უწყება – შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთში“ უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებით
ძალიან შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, „სამხრეთ ოსეთში“, უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებით, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„ესტონეთი მოუწოდებს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, შეწყვიტოს ქმედებები, რომელიც ცხადად არღვევს საერთაშორისო სამართალს და შეაჩეროს სიტუაციის გამწვავება“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.