ესტონეთის საგარეო უწყება – ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით
ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერზე“.
„ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
Estonia🇪🇪 strongly condemns the decision of the occupation regime in Tskhinvali to extend the illegal detention of #GE 🇬🇪citizen Zaza Gakheladze by 12+ years. According to 21 Jan #ECHR judgement, #Russia bears responsibility for grave #humanrights violations. pic.twitter.com/65V3KHNu2x
— Estonian MFA 🇪🇪 (@MFAestonia) February 5, 2021