ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მიუღებელია ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება, ესტონეთი გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბათუმსა და თბილისში დაკავებული ყველა ჟურნალისტი
მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიები, რომლებიც გრძელდება, მათ შორის საქართველოში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება მიუღებელია, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ესტონეთი დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
„მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიები, რომლებიც გრძელდება, მათ შორის საქართველოში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება მიუღებელია. ესტონეთი, როგორც „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე, გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა ჟურნალისტი, რომლებიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში“, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
The continued repression against peaceful protesters including arrests of journalists & activists in #Georgia is unacceptable.#Estonia as the co-chair of @MediaFreedomC calls on the immediate release of all journalists who have been unjustly detained in Batumi & Tbilisi.
— Estonian MFA 🇪🇪 | 🌻 #StandWithUkraine (@MFAestonia) January 14, 2025