ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს

ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ესტონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მე-20 პაკეტი უნდა მოიცავდეს რუსეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს და ყურადღება უნდა გაამახვილოს მესამე ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

„ჩვენ არ დავკმაყოფილდებით ნახევარი ზომებით. ყოველი ახალი პაკეტი აძლიერებს ჩვენს გზავნილს: უკრაინა მარტო არ არის და რუსეთი დაუსჯელი არ დარჩება“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.