ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ესტონეთი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ოკუპირებულ აფხაზეთში
ესტონეთი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ოკუპირებულ აფხაზეთში, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებას საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
„ესტონეთი არ აღიარებს დღევანდელი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ოკუპირებულ აფხაზეთში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Estonia doesn’t recognize the legitimacy of tomorrow’s so-called presidential election in occupied Abkhazia.
We will always support Georgia’s 🇬🇪territorial integrity & sovereignty within its internationally recognized borders.
— Estonian MFA 🇪🇪 | 🌻 #StandWithUkraine (@MFAestonia) February 14, 2025