ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვართ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრით და ადამიანის უფლებების დარღვევით
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვართ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრით და ადამიანის უფლებების დარღვევით

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ევა-მარია ლიიმეტსის განცხადებით, ღრმად შეშფოთებული არიან  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრით, ასევე ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევით.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრით და ამ რეგიონებში ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევით“, – განაცხადა  ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევა-მარია ლიიმეტსმა ეუთო-ს მინისტერიალზე.

დატოვე კომენტარი