ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ესტონეთი საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ესტონეთი საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანი საკითხია. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

სვენ მიქსერმა მინისტერიალის დაწყებამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ საქართველოს მტკიცედ ვუჭერთ მხარს აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა დარჩეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა სიტუაციის განვითარებას კვლავ თვალი ადევნოს და დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება იქონიოს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.