ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მინდა, გამოვხატო სოლიდარობა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ვითარების დეესკალაციისთვის
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მინდა, გამოვხატო სოლიდარობა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ვითარების დეესკალაციისთვის

მინდა, გამოვხატო სოლიდარობა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ვითარების დეესკალაციისთვის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ საქართველოსა და უკრაინაში საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი დარღვევის ფაქტებს. ღრმად ვართ შეშფოთებულები ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ადამიანთა უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებით, სადაც რუსეთის არალეგალური ქმედებები ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს. მინდა, გამოვხატო სოლიდარობა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ვითარების დეესკალაციისთვის“,- განაცხადა ურმას რეინსალუმ.