ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლეთმა პასუხი უნდა აგებინოს რუსეთს საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული აგრესიისთვის
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დასავლეთმა პასუხი უნდა აგებინოს რუსეთს საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული აგრესიისთვის

დასავლეთმა პასუხი უნდა აგებინოს რუსეთს საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული აგრესიისთვის, – ეს განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ ესტონურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

ურმას რეინსალუმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი არ იტყვის უარს რუსეთის მიმართ მოქმედი სანქციების პოლიტიკის გაგრძელებაზე.

„ახლა დასავლეთის ლოგიკას თუ შევხედავთ, არსებობს მესამე შეცდომის დაშვების საფრთხე. საქართველოს შემთხვევაში უმოქმედობამ რუსეთი გაათამამა, კლანჭები გამოაჩინა ჯერ ყირიმში, შემდეგ ლუგანსკში, დონეცკში. თუ არ იქნება საკმარისად მტკიცე პასუხი და რუსეთს ეს მძიმედ არ დაუჯდება, მაშინ ეს გაუხსნის გზას მოსკოვს მესამე ინტერვენციისკენ. ეს შეიძლება მოხდეს დედამიწის ნებისმიერ წერტილში“, – განაცხადა ესტონელმა დიპლომატმა.