ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ახალ პრეზიდენტს რჩევას აძლევს, მოახდინოს დეკლარირება, რომ ის ყველას პრეზიდენტია

19:43, 12.09.2018

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს ახალ პრეზიდენტს რჩევას აძლევს, მოახდინოს დეკლარირება, რომ ის ყველა პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტია.

კერსტი კალიულაიდი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში ქართველ კოლეგას შეხვდა, ასევე, მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018“.

კითხვაზე, რა რჩევას მისცემდა საქართველოს ახალ პრეზიდენტს, კალიულაიდმა უპასუხა: „ვფიქრობ, ღია დეკლარირება იმისა, რომ ის არის ყველას პრეზიდენტი, ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომ თქვენ გააერთიანებთ ადამიანებს მიზნის მისაღწევად, რაც ჩანს პრეზიდენტის ოფისიდან და არ ჩანს პრემიერ-მინისტრის ოფისიდან. ამას ვაკეთებ ესტონეთში“, – განაცხადა კალიულაიდიმ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

 

მსგავსი