ესტონეთის პრეზიდენტი - არასდროს მივიღებთ რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები
ესტონეთის პრეზიდენტი - არასდროს მივიღებთ რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები

ესტონეთი არასდროს მიიღებს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა სოციალურ ქსელ „ტვიეტრში“ დაწერა.

„ესტონეთი არასდროს მიიღებს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის ნაწილი ისევე, როგორც ყირიმი. გასაგებია, რომ მოსკოვი სერიოზულად არ უდგება დიპლომატიას და ომის საბაბს ეძებს“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.