ესტონეთის პრემიერი - რიგის შემდეგ გვაქვს პროგრესი - ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებების იმპლემენტაციაზე უნდა ვიმუშაოთ
ესტონეთის პრემიერი - რიგის შემდეგ გვაქვს პროგრესი - ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებების იმპლემენტაციაზე უნდა ვიმუშაოთ

რიგის შემდეგ გვაქვს პროგრესი – ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებების იმპლემენტაციაზე უნდა ვიმუშაოთ – ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რატომ არ არის სამიტის დეკლარაციაში საუბარი პარტნიორი ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. მნიშვნელოვანია, თუ რას ვაკეთებთ ჩვენი მოქალაქეებისათვის. ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რა გზა უნდა ავირჩიოთ და ნაბიჯები გადავდგათ 2020 წლისთვის. რიგის შემდეგ გვაქვს პროგრესი – ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებების იმპლემენტაციაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს არის საუკეთესო გზა“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი 2019 წელს გაიმართება.