ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი

ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის საბრძოლველად, პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, სიენენთან ინტერვიუში განაცხადა.

კალასმა თქვა, რომ ნატო-ს სტრატეგია ფოკუსირებული უნდა იყოს ომის დასრულებაზე „ჭკვიანი შეკავების“ გამოყენებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო უნდა გადავიდეს „შეკავების პოზიციიდან“ უსაფრთხო „თავდაცვით პოზიციაზე“, რაც გაზრდის ნატო-ს ქვეყნების წვლილს თითოეული ერის თავდაცვის გაძლიერებაში.

პოლონეთის წინადადებაზე საუბრისას, უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ, კალასმა თქვა, რომ ჯერ მშვიდობა უნდა იყოს მიღწეული და რომ რუსეთი არ ამჟღავნებს მშვიდობის მიღწევის განზრახვას.

კაია კალასის განცხადებით, ვერ ხედავენ ევროპაში მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობას და რომ ძალისხმევა ამ ომის დასრულებაზე უნდა იყოს მიმართული.

„ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს სამშვიდობო მისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, მაგრამ თქვენ იცით, თუ დააკვირდებით რა ხდება უკრაინაში, მშვიდობა არ არის, რასაც იქ ვხედავთ. ეს არის ომი, რომელიც მიმდინარეობს და მე ვერ ვხედავ, რომ რუსეთს რაიმე განზრახვა აქვს მშვიდობის მისაღწევად. ასე რომ, ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა, შემდეგ კი მისი შენარჩუნება. ხანდახან მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ უნდა გვქონდეს მზადყოფნა გამოვიყენოთ სამხედრო ძალა“, – თქვა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.