ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი გადადგა და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეეცდება
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი გადადგა და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეეცდება

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი გადადგა და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეეცდება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია წერს, კაია კალასი 15 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს და მოითხოვს ახალი სამთავრობო კოალიციის მანდატს კონსერვატიულ პარტია „სამშობლოსთან“ და ოპოზიციურ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან.

კალასის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, მოქმედი უნდა გადადგეს. სამ პარტიას ერთად ექნება უმრავლესობა 101 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში. შეთანხმება ნიშნავს, რომ ესტონეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, თავს აარიდებს ერთპარტიული უმცირესობის მთავრობის მართვას.

ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები 2023 წლის მარტში იგეგმება.